logo
ENG



თამლიანის დედა: მოსამართლე პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს

13 მარ 202017:31
3 წუთის საკითხავი
 

„მოსამართლე პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს,“ - ამ განცხადებას 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა, მისი შვილის კვლავ პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით აკეთებს. 

მისი განცხადებით, სასამართლო სისტემაში უსამართლობა ტრიალებს და მმართველი ხელისუფლება ძალიან მალე დასრულდება.

„არანაირი არგუმენტი არ ჰქონდა მოსამართლეს, რომ არ გაეშვა ჩემი შვილი გირაოთი მაგრამ, როდესაც გასული იყო სასამართლო სხდომის დარბაზიდან ალბათ გადაურეკა ზემდგომ ორგანოებს, შეუთანხმა ალბათ და იქიდან უთხრეს, რომ არა შენ არ უნდა გაუშვა დღეს თამლიანი და პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს შვილო მოსამართლე. იაშვილი, გახარია, ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე და კიდევ ვოლსკი მალე დასრულდებიან. ყველას გავაგებინებ, როგორი უსინდისო მთავრობა გვყავს და როგორი უსამართლობა ტრიალებს სასამართლოში“, - განაცხადა ბესიკ თამლიანის დედამ რუსუდან თამლიანმა.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ბესიკ თამლიანს გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა